"რუსთავი2 დღეს სწორედ თავისუფალი სიტყვის სიმბოლოა და ყველა ჩვენთაგანი ვალდებული ვართ, ეს მნიშვნელოვანი ღირებულება დავიცვათ. ქართველი მუსლიმები თქვენს გვერდით ვართ. რუსთავი2 ჩვენია," - ამის შესახებ საქართველოს მუსლიმთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც რუსთავი2 უცვლელად გთავაზობთ.
"რუსთავი2-ის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გამახსენა ნიგვზიანი, სამთაწყარო, წინწყარო, როცა არ გვეძლეოდა საშუალება, პარასკევის ლოცვა შეგვესრულებინა. თვალწინ დამიდგა, სპეცრაზმის თანხლებით როგორ ხერხავდნენ ჭელის მინარეთს. სწორად აქტიური სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის დამსახურებაა ის, რომ აიძულა ხელისუფალი და მუსლიმებმა შევძელით, შევასრულოთ პარასკევის ლოცვა და აღვმართეთ ხელმეორედ მინარეთი.
"ვფიქრობ, დღეს გაჩუმება ნიშნავს მოქალაქეობრიბრივი ვალდებულებაზე, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების და სიტყვის თავისუფლებაზე უარის თქმას, რამაც შეიძლება, ქვეყანა და თითოეული ჩვენგანი, გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვავგდოს.
"რუსთავი2 დღეს სწორედ თავისუფალი სიტყვის სიმბოლოა და ყველა ჩვენთაგანი ვალდებული ვართ, ეს მნიშვნელოვანი ღირებულება დავიცვათ. ქართველი მუსლიმები თქვენს გვერდით ვართ. რუსთავი2 ჩვენია," - ნათქვამია განცხადებაში.