19 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიციიის აზრით, "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლებისთვის სავალალოდ დასრულდება

არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თავისუფალი სამყარო კრიტიკული მედიის შეზღუდვას ყოველთვის შეეწინააღმდეგება. 

„სასამართლოს დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება, ეს არის ორი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც დაცულია ევროპულ სახელმწიფოებში და როდესაც სახელმწიფო გადაუხვევს ხოლმე ამ პრინციპებიდან, მაშინ იღებს მკაცრ გაფრთხილება,“ - აცხადებს თავისუფალი დემოკრატების წევრი, ნინო გოგუაძე.

ლეიბორისტული პარტიის წევრის, გიორგი გუგავას აზრით, ხელისუფლება ცდილობს რუსთავი 2-ის საქმე წარმოაჩინოს, როგორც დავა 2 სუბიექტს შორის, თუმცა ეს საერთაშორისო დონეზე არ გამოსდის.

საზოგადოებრივი მოძრაობის ახალი ერთობა საქართველოსთვის დამფუძნებელი, მამუკა გამყრელიძე კი ფიქრობს, რომ თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს, რუსთავი 2-ის საქმე მათთვის „სავალალოდ დასრულდება.“

„დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ შეტევას“ უწოდებს ხელისუფლების ქმედებებს პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარე. ნიკა მაჭუტაძის აზრით, მთავრობის ეს შეტევა წარმატებით არ დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ყოველწლიური ანგარიშში რუსთავი 2-ის გახმაურებულ საქმეზე და საქმესთან დაკავშირებული სამართალწარმოების დროს გამოვლენილ სერიოზულ დარღვევებზეა საუბარი.

დღის ამბები