19 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ომბუდსმენის აზრით, "რუსთავი 2-ის" საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ყველაზე „ოპტიმალური“ იყო

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როგორც წესი, ასეთ გადაწყვეტილებას არ იღებს, თუმცა რუსთავი 2-ის საქმეზე, გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება "ყველაზე ოპტიმალური" იყო.

„ასეთი რამ არ ხდება ხშირად და როდესაც სტრასბურგის სასამართლო იღებს ასეთ გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე ვერ იყო უმაღლეს დონეზე ჩატარებული შიდა სასამართლო პროცესებზე მაქვს საუბარი, რომელიც ქვეყანაში ვითარდებოდა ბოლო პერიოდში. ზოგადად ის, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე ჩაიარა განხილვამ, ამან შექმნა ერთგვარი უარყოფითი გავლენა საზოგადოების ნდობაზე, სასამართლოს მიმდინარე პროცესების მიმართ და ესეც იყო საკმაოდ სამწუხარო ამ პროცესის განხილვის დროს. აღარაფერს ვსაუბრობ იმაზე, რომ წინა, პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოშიც იყო მთელი რიგი კითხვის ნიშნები და მნიშვნელოვანი დარღვევები იყო გამოკვეთილი და ზოგადად ამ პროცესის მიმართ იყო ძალიან მაღალი ყურადღება როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე საერთაშირისო ორგანიზაციების და უცხოეთის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის ფონზე სტრასბურგის გადაწყვეტილება იყო ყველაზე ოპტიმალური,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

მისი აზრით, მსგავს სიტუაციაში, როდესაც საქმე ისეთ მედიას ეხება, როგორიც არის რუსთავი 2, ყველაფერი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს, მაგრამ საქართველოში დღეს ასეთი გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი არ არის. მისი თქმით, რუსთავი 2-მა სიტყვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი უნდა შეინარჩუნოს.

დღის ამბები