სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გაჩერებით ძალიან სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიასა და საერთაშორისო იმიჯს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა იმედის ეთერით განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, რუსთავი 2-ს ღიად აქვს დეკლარირებული, რომ არის პროდასავლური ორიენტაციის სატელევიზიო არხი, რასაც პრეზინდეტის აზრით, გარკვეული საერთაშორისო კონტექსტი გააჩნია და აქედან გამომდინარე, საქმის მიმართ სენსიტიურობაც იზრდება.
"რუსთავი 2-ის გაჩერებით ჩვენ მივაყენებთ სერიოზულ დარტყმას ქართულ დემოკრატიას, ეს ერთი და მეორე, საერთაშორისო იმიჯს," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.