19 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს პოლიტიკოსები აფასებენ

პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამანეტის ყოველწლიურ ანგარიშს, რუსთავი 2-ის საქმეზე საკმაოდ მწვავე შენიშვნებია მოცემული და ყოფილი პრემიერის ჩარევაზეა საუბარი.

„ეს არის ძალიან მძიმე განაცხადი, რომელიც ვერ იქნება მხოლოდ განაცხადის დონეზე, ეს არის განაცხადი, რომლითაც ურთიერთობს საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენთან ურთიერთობაში, ეს არის ჩანაწერი, რომლითაც იხელმძღვანელებს, მათ შორის სტრასბურგი,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნინო კალანდაძემ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე განცხადება ევროპულ საქართველოშიც გაკეთდა. 

„ახლა მაინც ჯობია დაფიქრდნენ, როცა საქმეში ჩაერია ევროსასამართლო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. ხომ არ ჯობია, გაჩერდნენ და ხალხის პრობლემებს მიხედონ და რუსთავი 2-ს, განსხვავებულ აზრს თავი დაანებონ,“- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც ეხმაურება. 

„აღნიშნულ ანგარიშში ყველაზე დიდი ადგილი უკავია ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საუაბარია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხდება საქართველოს მოქალაქეების გატაცება, როდესაც მავანი ამაზე ყურადღებას არ ამახვილებს და აქცენტს აკეთებს მხოლოდ იმაზე, რაც მისთვის პრიორიტეტულ თემას წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ ცოტა უპასუხისმგებლო განცხადებებია. ჩვენ ღიად ვაცხადებთ და ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ რუსთავი 2 დარჩეს ხელისუფლებისადმი ძალიან კრიტიკულ განწყობილ მედიად, რადგან თავისუფალი სიტყვა ჩვენი საზოგადოების და ქართული ოცნების მონაპოვარია, ამის განმტკიცებაზე ვართ მოტივირებული,“- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები