19 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
"რუსთავი 2 ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომის წყაროს" - კიდევ ერთი მიმართვა სტრასბურგს

ევროპულ სასამართლოს რუსთავი 2-ის საქმის არსებით განხილვამდე შეჩერების მექანიზმის გახანგრძლივებას თხოვენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი ემპათია.

ერთობლივ მიმართვაში, რომელიც სტრასბურგში უკვე გადაგზავნილია, ვრცლად არის წარმოდგენილი თუ რატომ არის აუცილებელი რუსთავი 2 არსებული რედაქციით დარჩეს.

რუსთავი 2 ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომის წყაროს," - ნათქვამია მიმართვაში და მოყვანილია კონკრეტული ფაქტებიც.

„ჩვენი შეშფოთების საგანი არის, რომ გამოკვეთილად პროდასავლური, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ტელევიზია, საქართველოში თუ დადგა მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა საფრთხის ქვეშ, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფის მომტანი. ეს არის ქვეყნისთვის ბანანის რესპუბლიკად ჩამოყალიბების საფუძველი. აქედან გამომდინარე, დროებითი განკარგულება აღსრულების შეჩერების თაობაზე უნდა გაგრძელდეს,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები