19 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ამიერიდან ამ საქმეს ჰქვია, "რუსთავი 2", ესე იგი "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს წინააღმდეგ- მამუკა მდინარაძე

"ამიერიდან ამ საქმეს ჰქვია, რუსთავი 2, ესე იგი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინააღმდეგ," - ამ განცხადებით, გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მამუკა მდინარაძემ მომხდარს ქართული სასამართლოსთვის გამოწვევა უწოდა.

„პრეცედენტული ნამდვილად არ არის, აქამდე ამ საქმეს ერქვა ქიბარ ხალვაში ყარამანიშვილების წინააღმდეგ და ქართულ სასამართლოში ქიბარ ხალვაშმა მოიგო ეს დავა, ამიერიდან ამ საქმეს ჰქვია, რუსთავი 2, ესე იგი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს გამოწვევას ქართული სასამართლოსათვის. აქ უკვე როგორც მოპასუხე მხარე ქართული მხარეა ჩართული და შესაბამისად იუსტიციის სამინისტრომ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს ქართული მართლმსაჯულების ობიექტურობას,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ საქმეში საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.

კობახიძის თქმით,  დღეს საქმეს ჰქვია რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ და მათი ვალდებულებაა დაიცვან ქვეყნის პრესტიჟი. მათ შორის ინსტიტუციების, საერთო სასამართლოებისა და უზენაესი სასამართლოსი.

დღის ამბები