19 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმე - ევროპარლამენტარების წერილს საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება

საქართველოს პრემიერისთვის ევროპარლამენტარების მიერ გამოგზავნილ წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი რუსთავი 2-ზე მიმდინარე ზეწოლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ, საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. ევროპულ საქართველოში აღნიშნავენ, რომ ევროპარლამენტარების წერილი საქართველოს მთავრობისთვის სამარცხვინო უნდა იყოს.

„ევროპარლამენტარებმა ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან, როგორც სახალხო პარტიის, ისე სოციალისტების, ისე ალდე, კონსერვატორები, უთხრეს ქვეყანას, რომ რუსთავი 2 ერთმა ადამიანმა და ხელისუფლებამ ხელში არ უნდა ჩაიგდოს,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ევროპარლამენტარების წერილი არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ხელისუფლებისადმი.

„ევროპარალამენტი არის ერთსულოვანი თავის დამოკიდებულებაში რუსთავი 2-თან. ეს წერილი ღიად მოუწოდებს მთავრობას, რომ არ გამოიყენოს სასამართლო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად, ასე, რომ მთავრობის ზაპრებმა, რომ ეს იყო კერძო დავა 2 სუბიექტს შორის არ იმუშავა, ივანიშვილის გეგმა ჩავარდა, ევროპარლამენტმა წითელი ბარათი უჩვენა ივანიშვილს,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. 

დღის ამბები