„ევროპარლამენტარები არიან ისეთივე პარლამენტარები, როგორც მე გახლავართ, ბევრ მათგანზე ბევრად კომპეტენტური მეც ვარ და ჩვენი პარლამენტის წევრებიც,“- ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა რუსთავი 2-ის საქმეზე ევროპარლამენტარების მიერ გიორგი კვირიკაშვილისთვის გამოგზავნილი წერილის კომენტირებისას გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის წერილს არ გაცნობია.
„არ ვიცნობ ამ წერილს, მაგრამ მათ აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ თავისი აზრი, ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრი. ეს არის დავა მესაკუთრეებს შორის, მიმდინარეობს მეორე დიდი საქმე - ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის იმ ევროპელ პარლამენტარებს მოვუწოდებ, რომ ამ საქმესაც მიაქციონ ყურადღება, როგორც პოლიტიკურ საქმეს,“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.