19 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
რომც შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა მოვუწოდებ, ვინც იქნება "რუსთავი 2-ის" მფლობელი, უფრო პასუხისმგებელი დამოკიდებულება უნდა შეიძინოს-ბექა ნაცვლიშვილი

მმართველი გუნდის ნაწილი არ იზიარებს ევროპარლამენტარების მოსაზრებას, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლით საფრთხე გაჩნდება და რომ საქართველო ვერ შეასრულებს ევროკავშირთან ნაკისრ ვალდებულებებს.

„ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებთ პირნათლად. ნაკისრი ვალდებულებები, რაც არის ამას ზედმიწევნით მივდევთ და აქედან გამომდინარე, ფორმულირებაში ვერც მათ და ვერც თქვენ ვერ დავეთანხმები, რადგან არ ვიცნობ წერილს. რომც შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა, პირდაპირ მოვუწოდებ, ვინც იქნება ზოგადად რუსთავი 2-ის მფლობელი, მან აუცილებლად მეტად უფრო პასუხისმგებელი დამოკიდებულება უნდა შეიძინოს საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ, ფაქტების გაყალბება არ შეიძლება, ეს არის დაუშვებელი, ამას მოვუწოდებდი ნებისმიერ მფლობელს,“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების მდივანმა, ბექა ნაცვლიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში შემავალი ძირითადი ჯგუფების წარმომადგენლებმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართეს, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამენ რუსთავი 2-ზე მიმდინარე ზეწოლის გამო.

ამავე თემაზე
დღის ამბები