19 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
„ძალიან მკვეთრი გზავნილი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს“ - სერგი კაპანაძე ევროპარლამენტარების წერილზე

„ეს არის ძალიან მკვეთრი, მკაფიო გზავნილი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს,“ - ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე გუშინ, ევროპარლამენტში შემავალი ძირითადი ჯგუფების წარმომადგენლების წერილზე საუბრობს, რომლებმაც გიორგი კვირიკაშვილს მიმართეს და სადაც შეშფოთებას გამოთქვამენ რუსთავი 2-ზე მიმდინარე ზეწოლის გამო. კაპანაძემ ეს განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

„ამდენი ევროპარლამენტარი ერთად, ყველა პოლიტიკური ოჯახიდან, რომ ასე გაერთიანდა და ასეთი მკაცრი შეფასებები მისცეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ძალიან იშვიათია ხოლმე,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძე წერილს ძალიან „მკაფიო გზავნილს“ უწოდებს.

„ყველა ერთხმად ამბობს, რომ რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება მისი ხელით და უზენაესი სასამართლო მათი ხელით, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მან კურიერის პირდაპირ ეთერში საზოგადოებას სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.

დღის ამბები