საქართველოს პრემიერმინისტრმა იტალიაში ოფიციალური ვიზიტისას რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი გააკეთა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსთავი 2-ის საქმე 2 კერძო სუბიექტს შორის დავა იყო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც ეს საქმე ამ ჭრილში გაგრძელდება.
„ეს საკითხი თავიდანვე იყო გაზვიადებული და პოლიტიზირებული,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესია, რომელშიც ამჟამად პროცესუალურად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არის ჩართული.