19 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
ხელისუფლება ვერ მალავს ზიზღს "რუსთავი 2"-ის მიმართ - ოპოზიცია არჩილ თალაკვაძს განცხადებას აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის მიერ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ სიხარული მომავალ თვეში დასრულდება, საპარლამენტო უმცირესობა ეხმაურება.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი აბესაძის თქმით, მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებები ცალსახად მიანიშნებს ხელისუფლების პირდაპირ ჩართულობას რუსთავი 2-ის საქმეში.

„ხელისუფლება ვერ მალავს საკუთარ პოლიტიკურ  ზიზღს რუსთავი 2-ის კოლექტივის მიმართ. ვერ მალავს საკუთარ გაღიზიანებას იმ სიმართლის მიმართ, რომელსაც რუსთავი 2-ის მეშვეობით უწევს უყუროს საზოგადოებასთან ერთად. სწორედ ამიტომ  ძალიან საინტერესო და ყურადსაღებია ყველა ის მხილება, რომელსაც საკუთარ თავს უწყობენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში საუბრობენ ხელისუფლების მცდელობაზე ჩაერიოს რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე სასამართლო დავაში. პარტიის ლიდერები თალაკვაძის განცხადებას ამის ერთ-ერთ დასტურს უწოდებენ.  

„როდესაც ევროპის სასამართლომ დაიცვა თავისუფალი სიტყვა და დადგა რეალურად ჩვენი დემოკრატიის სადარაჯოზე, ამის დასრულებას თუ გულისხმობს თალაკვაძე მართლაც უნდა რცხვენოდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი მაინც ეცდება სხვადასხვა ბერკეტები გამოიყენოს თავის გეგმის განსახორციელებლად, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის იქნება წარუმატებელი,“-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა. 

დღის ამბები