19 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
სამართალდამცავების მხრიდან პრესპექტივაში განსახორციელებელ ქმედებაზე გაფრთხილებას ჰგავს-ტუღუში თალაკვაძის განცხადებას აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიერ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სადაც არჩილ თალაკვაძე სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ განწყობის შეცვლაზე საუბრობს, მედია ექსპერტი ლაშა ტუღუშისთვის გარკვეულ გაფრთხილებას ჰგავს.  

ფონდ ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ არჩილ თალაკვაძე სამართალდამცავების მხრიდან პერსპექტივაში განსახორციელებელი რაიმე ქმედებას არ გულისხმობდა.

„იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში არ იგულისხმება სამართალდამცავების მხრიდან პერსპექტივაში განსახორციელებელი რაიმე ქმედება იმიტომ, რომ ეს თავისთავად ჰგავს ამ გაფრთხილებას, ვინაიდან ბატონი თალაკვაძე იყო მაღალი თანამდებობის პირი სამართალდამცავ ორგანოში და არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს არის მუქარა და გაფრთხილება. ამიტომაც იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში განცხადებები უფრო გასაგები და ნათელი იქნება,“-განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ბუნდოვან განცხადებას აკეთებს.

თალაკვაძე ამბობს, რომ საკითხის გარშემო ბოლო პერიოდში უცნაური სიხარული და ნიშნის მოგებაა, რაც მისი თქმით, მომავალ თვეში დასრულდება.

დღის ამბები