„ერთი წუთით არ დგას ეჭვქვეშ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი,“- ეს განცხადება განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ საქართველოში სასამართლოს მესამე ინსტანციის გადაწყვეტილება არის საბოლოო.
„საქართველოში არის სამი ინსტანცია, მესამე ინსტანციის გადაწყვეტილება არის საბოლოო, მისი ზემდგომი ინსტანცია არ არსებობს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება დღეს არის შეჩერებული სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვაღიარებთ სტრასბურგის სასამართლოს იურიდიქციას. სტრასბურგის სასამართლო ვერ გააუქმებს ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მას აქვს უფლება მოგვთხოვოს თავიდან მოხდეს სასამართლო განხილვა, თუ ჩაითვლება, რომ სამართლიანი სასამართლოს ფლობა არის დარღვეული. თუ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში საქართველოს სასამართლოები განიხილავენ ამ საქმეს თავიდან. ერთი წუთით არ დგას ეჭვქვეშ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი, არ განიხილავს არავინ საქართველოში,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.