სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაემორჩილება სტრასბურგის გადაწყვეტილებას რუსთავი2-ის თემაზე და არ იტყვის უარს აღებულ ვალდებულებებზე.
უჩა ნანუაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ მოხდება და საქართველოს ხელისუფლება ევროპის სასამართლოს მიერ გამოტანილ დადგენილებას ყურადღებას არ მიაქცევს, ეს ქვეყნის იმიჯისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება არის სავალდებულო ყველა ქვეყნისთვის, რომელიც არის გაწევრიანებული ევროსაბჭოში. მე ცოტა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს იმიტომ, რომ მე მახსენდება მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არ მოხდა გათვალისწინება და იმ ქვეყნების იმიჯი საკმაოდ დაზარალდა ასეთ გადაწყვეტილების შემდეგ. მე არ მგონია, რომ საქართველო ასეთ გზას ირჩევს. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება მთლიანობაში შეძლებს, მიიღოს და აღიაროს ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მთავრობის წევრების შემდეგ ამ თემაზე გუშინ ვრცელი განცხადება ევა გოცირიძემ გააკეთა. ის ამტკიცებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით, სტრასბურგმა თანასწორობის პრინციპი და საკუთრების უფლება დაარღვია.