19 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ევროპელი პარლამენტარები რუსთავი2-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ

რუსთავი 2-ის საქმე იყო ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა. შეხვედრას ევროპარლამენტის წევრები და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია მათ პირადად რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო ნაკაშიძემ მიაწოდა.

ევროპელი პარლამენტარები დადებითად აფასებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ ქვეყანაში, რომელსაც ევროპული ოჯახის წევრობა სურს, მედიის თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს.

“ევროპელებისთვის, რუსთავი 2-ის საქმე ეს არის სიმბოლო ბრძოლისას გამოხატვის თავისუფლებისთვის და რასაკვირველია, მათ აინტერესებთ ის დეტალური ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მიუთითებს, რომ საქმე არ არის მხოლოდ დავა ორ სუბიექტს შორის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რაღაც არასწორად მიმდინარეობდა რუსთავი 2-ის საქმის განხილვის დროს და ევროპელებისთვის მედიის თავისუფლება და სასამართლო დამოუკიდებლობა არის ის ქვაკუთხედი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დონეს," - განაცხადა ნინო ნაკაშიძემ.

დღის ამბები