19 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, რომ "რუსთავი 2"-მა შეინარჩუნოს მისი სარედაქციო პოლიტიკა," - იან კელი

ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი, რუსთავი 2-ისთვის საკონტროლო პაკეტის შესაძლო გადაცემის საკითხს ეხმაურება. იან კელი სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებას უმნიშვნელოვანეს საკითხად მოიაზრებს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რომ მედია პლურალიზმი მნიშვნელოვანია, რომ ყველას უნდა ჰქონდეს ხმის უფლება მიუხედავად იმისა, კრიტიკულია ის თუ არა. სწორედ ამიტომ გამოვხატავდით შეშფოთებას საქართველოში პლურალიზმის არსებობის საკითხზე. არ ვიცნობ წილების პაკეტის შემოთავაზების დეტალებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთავრი არ შეცვლილა - საქართველო რჩება იმ ქვეყნად, სადაც ლეგიტიმური პოლიტიკური პროცესის მონაწილეებს და ოპოზიციას აქვთ წვდომა ღია ეთერთან. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ რუსთავი 2-მა შეინარჩუნოს მისი სარედაქციო პოლიტიკა,“ - განაცხადა იან კელიმ. 

დღის ამბები