06 მაისი 2024,   20:39
ვრცლად
მსოფლიოში ბალიშებით ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

მსოფლიოში ბალიშებით ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიება ჰონგ-კონგში გაიმართა.

თარიღის მეშვიდე წლისთავის აღსანიშნავად ქალაქის ცენტრში ათობით ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის, ბავშვებიც. მონაწილეების ნაწილს სიმბოლურად საღამურები ეცვათ, ნაწილი კი სხვადასხვა პერსონაჟის ფორმაში იყო გამოწყობილი.

ორგანიზატორების განცხადებით, ბალიშებით ბრძოლა საზოგადოების გასაერთიანებლად და ენერგიის დასახარჯად ძალიან კარგი საშუალებაა. 

დღის ამბები