19 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
არ მაქვს უფლებამოსილება პოზიცია გამოვხატო - მურუსიძე "რუსთავი 2"-ის საქმესა და დიდი პალატის დაკომპლექტებაზე

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი დიდი პალატის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, განმარტებების გაკეთებისგან თავს იკავებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმი.

კითხვაზე  - რამდენად არის ვალდებული უზენაესი სასამართლო მოსამართლეების შეკრებისა და პალატის დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით, მიაწოდოს სწორი ინფორმაცია მხარეს, საბჭოს მდივანი ლევან მრუსიძე ამბობს, რომ აღნიშნულ კითხვაზე პასუხი მის უფლებამოსილებას სცდება.

„საქმის კურსში არ ვარ და არ მიმიდევნებია თვალი, რა და როგორ იყო. ამასთან დაკავშირებით ყველაფერს ახმოვანებს და განმარტავს უზენაესი სასამართლო, იმ საჭიროების ფარგლებში, რაშიც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. ამიტომ, მე არ მაქვს არც უფლებამოსილება და არც რეალურად იმის უფლება, რომ ამ თემაზე ჩემი პოზიცია გამოვხატო,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

კურიერის გადამღებ ჯგუფს კითხვებზე პასუხისთვის უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურთან ამისამართებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მერაბ გაბინაშვილიც.

„როდესაც მხარე ითხოვს ინფორმაციას, ეს ინფორმაცია მას უნდა მიაწოდონ რა თქმა უნდა, მაგრამ რა პროცედურებს გადის ეს უზენაეს სასამართლოში, მე გირჩევდით მიმართოთ უზენაესის პრესცენტრს,“ - აცხადებს მერაბ გაბინაშვილი.

დიდი პალატის დაკომპლექტებასა და საქმის განხილვის თარიღთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. საქმე ეხება 6 მარტს უზენაესი სასამართლოს ვებ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც წერია, რომ უზენაესმა სასამართლომ 1 დეკემბერს დააკომპლექტა დიდი პალატის 9 კაციანი შემადგენლობა, თუმცა რუსთავი 2-სთვის მათი ვინაობა 3 თვის განმავლობაში უცნობი იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები