სავაჭრო სამრეწველო პალატა რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
პალატის წარმომადგენელი ამბობს, რომ ხელისუფლების პოზიცია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ბიზნესისთვის შესაძლო ხელის შეშლის შესახებ, უსაფუძვლოა.
„კიდევ კარგი, რომ სტრასბურგმა ამ მომენტისთვის შეაჩერა მთლიანად ეს პროცესი, რომელიც შესაძლოა, მიაყენებდა ძალიან მძიმე დარტყმას ჩვენს ბიზნესს და ეკონომიკას... სწორედ სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ხაზი გაუსვა კიდევ ერთხელ იმას, რომ კეთილსინდისიერ მყიდველს არ შეიძლება, ბიზნესი ჩამოერთვას სხვადასხვა მიზეზით, თუნდაც ისეთით, როგორიც რუსთავი2-ის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული,“ - განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის გენერალური მდივანმა, ზურაბ კაჭკაჭიშვილმა.