19 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები "რუსთავი 2"-ის საქმის განჩინებაზე კომენტარს არ აკეთებენ

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ განჩინებაზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წარმომადგენლები კომანტარისგან თავს იკავებენ.

დიდი პალატის მოსამართლე, ზურაბ ძლიერიშვილი არ აკონკრეტებს, რის საფუძველზე დაადგინა დიდმა პალატამ იძულება. მისი თქმით, ყველა განმარტება განჩინებაში ნათლად არის გადმოცემული.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების განჩინება მხარეებს გუშინ გადაეცათ და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატების განცხადებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მათ ბევრი კითხვა აქვთ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ დღეს რუსთავი 2-ის შეკითხვებს არ უპასუხა. მან საუბარი, როგორც გადაწყვეტილების შესახებ, ისე მასზე შესაძლო ზეწოლის ფაქტის თაობაზე არ ისურვა.

ამ საკითხზე საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ის ამ წუთებში უზენაეს სასამართლოში იმყოფება.

ამავე თემაზე
დღის ამბები