უკვე მეორე დღეა დეკანოზი გიორგი მამალაძე შიმშილობს. ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდებული შიმშილობას მხოლოდ პატრიარქისა და სინოდის წევრების ნახვის შემდეგ შეწყვეტს. უცნობია საპატრიარქოს პასუხი, შეხვდებიან თუ არა ხმაურიანი საქმის ბრალდებულს მაღალი სასულიერო იერარქიის პირები.
თუ პროკურატურა ადვოკატების მოთხოვნას გაუთქმელობაზე შეზღუდვის მოხსნაზე სამ დღეში არ უპასუხებს, ისინი სარჩელს კვირის ბოლოს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრთან ერთად, ევროსასამართლოში გააგზავნიან.
ე.წ. ციანიდის საქმე სასამართლოში დახურულ რეჟიმში იხილება. მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა პროცესი საჯარო ყოფილიყო არ დააკმაყოფილა. მიზეზად დეკანოზის ოჯახის წევრების უსაფრთხოება დასახელდა, რომლებსაც სახელმწიფო დაცვა იცავს.