19 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
პრეზიდენტის ანგარიშს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ვერ დაესწრება

პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში ვერ დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.

ილია მეორე დღეს თბილისში ხარების სადღესასწაულო წირვას აღავლენს. ამის შესახებ კურიერთან კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, განაცხადა.

რაც შეეხება დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მამა მიქაელ ბოტკოველს არ დაუკონკრეტებია, აპირებენ თუ არა მასთან შეხვედრას სინოდის წევრები.

„მოვისმინე მამა გიორგი თევდორაშვილის  შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით და ვერაფერს დავამატებ. სასულიერო პირი არ უნდა შიმშილობდესო, თევდორაშვილმა ეს თქვა. მას არ უთქვამს შეხვედრასთან დაკავშირებით არაფერი,“ - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

საპატრიარქოს იურისტის თქმით კი, დღეს მას საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი  მოინახულებს.

დღის ამბები