ხმაურია ამ წუთებში სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან. ადგილობრივები თურქ მებაჟეებს საქართველოს მოქალაქეების ცემაში ადანაშაულებენ.
მათი განმარტებით, 37 წლის როინ ლეონიძე მეუღლესთან ერთად თურქეთში გადადიოდა, რა დროსაც მას თურქმა მებაჟემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ოთხი თურქი მებაჟე ფიზიკურად გაუსწორდა.
თვითმხილველების განცხადებით, როინ ლეონიძე ხოფის საავადმყფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ რუსთავი2-ის კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება.
ამ წუთებში საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ნაცემი მოქალაქეების ახლობლების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, დაშავებულები თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათთვის უცნობია, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.