„ავედი მანქანაზე, რითაც ხეებს ჭრიდნენ და ცოცხალი ძალით მოხდა შეჩერება,“ - ამის შესახებ რუსთავი2-ს პარტიზანმა მებაღებემ ანი ქავთარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ წუთებში ძველი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების ჭრა შეჩერებულია და ტერიტორია ზედამხედველობის სამსახურმა და საპატრულო პოლიციამ უკვე დატოვა.
პარტიზანი მებაღეების ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ხეების ჭრის შეჩერება მერიის შესაბამისი სამსახურებისაგან მოითხოვა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფრომაციით, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს, რასაც ხეების ეწირება.
შუადღით სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები სპეციალური ტექნიკის თანხლებით იპოდრომის ტერიტორიაზე მივიდნენ და ხეების მოჭრა დაიწყეს, რასაც ხმაური მოჰყვა.