02 მაისი 2024,   15:24
ვრცლად
საბჭოთა ტექნიკა ფრანგულით უნდა ჩანაცვლდეს - რამდენად გაწვდება ამ შესყიდვებს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, უცნობია

საქართველოში თვადაცვის საბჭოთა ტექნიკა ფრანგული კომპლექსებით უნდა ჩანაცვლდეს, - ამის შესახებ ლევან იზორიამ პარლამენტის დეპუტატებთან ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე უწყების მინისტრმა რეფორმებზე და სამინისტროში გატარებულ ოპტიმიზაციაზეც ისაუბრა, თუმცა მთავარი აქცენტი საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე გაკეთდა.

ტექნიკის შესყიდვის დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა ქართველი სამხედროების გადამზადება უკვე დაწყებულია.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ თავდაცვის სამინისტროს შემცირებული ბიუჯეტი მსგავს ტექნიკას ვერ გაწვდება. ლევან იზორიას ბიუჯეტის გაზრდას ექსპერტებიც ურჩევენ.

საქართველომ ფრანგულ-ამერიკულ კომპანია Thales Raytheon Systems-თან საჰაერო სისტემის შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულება რამდენიმეწლიანი მოლაპარაკების შემდეგ 2015 წელს გააფორმა. კომპანია საერთაშორისო იარაღის ბაზრობაზე საკმაოდ წარმატებულია და ის რამდენიმე ტიპის საჰაერო თავდაცვის საშუალებას აწარმოებს. ამ თემაზე მინისტრი მომავალ კვირას ვიზიტს საფრანგეთში გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები