02 მაისი 2024,   13:24
ვრცლად
პრეზიდენტმა სხვა გზა აირჩია, სხვა კუთხით მიმდინარეობს მისი მხრიდან აქტიურობა - დავით მათიკაშვილი

„უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს საქართველოში,“ - ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას.

მან აღნიშნა, რომ "კარგი კანონი შეიქმნება, რომელიც დროს გაუძლებს და ევროპასთან დაგვახლოებს".

მმართველი პარტიის მოსაზრებებს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, გარკვეულწილად, ხელს უშლის, დავით მათიკაშვილი იზიარებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი სახის აქტიურობები პრეზიდენტის მხრიდან გახშირდა.

„გარკვეულ პროცესებში, მე ვიგულისხმე კონსტიტუციასთან მიმართებაში ის კონსულტაციები, ის ინიციატივები, რომლებიც სინამდვილეში, სახელმწიფოს საკონსტიტუციო კომისიის წიაღში უნდა ხდებოდეს, მაგრამ გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა სხვა გზა აირჩია, სხვა კუთხით მიმდინარეობს მისი მხრიდან აქტიურობა,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

მან ასევე დაამატა, რომ პრეზიდენტის აქტიურობა არბიტრის ფუნქციას უნდა ასრულებდეს.

"ბოლო დროინდელი მისი განცხადებები უფრო პოზიტიური იყო, თუმცა პრეზიდენტი, როგორც არბიტრი, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის ზემოთ უნდა იდგეს, მისი აქტიურობა უნდა იყოს არა გვერდითი და პარალელური მოვლენებით, არამედ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები