19 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმე სტრასბურგის სასამართლოში - კახი კალაძე ზეწოლაზე საუბრობს

მმართველ პარტიაში სტრასბურგის სასამართლოს გაკრიტიკებას განაგრძობენ და სავარაუდო პოლიტიკურ გავლენაზე საუბრობენ. ამ საკითხზე განმარტება დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსთავი 2-ის საქმის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებიდან გამომდინარე, შეიძლება ზეწოლაზე საუბარი.

ის იზიარებს ირაკლი კობახიძის მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი ცდილობდა პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოზე და ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული გადაწყვეტილება

„იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმის ირგვლივ კეთდებოდა, შეიძლება განხილული იქნას როგორც ზეწოლად. ჩვენ თუ გადავხედავთ ქრონოლოგიას ამ საქმეების მიმართ, დაწყებული ადგილობრივ მოსამართლეებზე ზეწოლით, ამის ფაქტები არსებობს, როდესაც მიდიოდა სიტყვიერი შეურაცხყოფები, გინებები და ა.შ. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან გაგზავნილი წერილები. ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ არის ირიბი ზეწოლა,“- განაცხადა კახი კალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები