19 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმე ევროსასამართლოში - არასამთვრობო ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საგანგაშოს უწოდებენ

არასამთვრობო ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელშიც ისინი რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოზე პოლიტიკურ ზეგავლენაში დაადანაშაულა, საგანგაშოს უწოდებენ.

სამოქალაქო საზოგადოების აზრით, პარლამენტის თავმჯდომარისა თუ მმართველი გუნდის მსგავსი განცხადებები ქვეყნის იმიჯს აზიანებს და პრორუსულ განწყობებს აძლიერებს.

„ეს განცხადება არის საგანგაშო და პრობლემური, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეხება ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ, სანდო ინსტიტუციას, როდესაც ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი ისევე აყენებს ეჭქვეშ ამ ინსტიტუტის სანდოობას, როგორც საქართველოში პრორუსული აქტორები, ეს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებასაც უწობს ხელს,“- განაცხადა მედიის განვითრების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ კინწურაშვილმა.

სამოქალაქო სექტორში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, თუ რა მიზნით მიმართეს რუსთავი 2-ის საქმეზე ევროსასამართლოს აღსრულების შეჩერების მოტივით.

„ხელისუფლების წევრები უნდა შეეცადნენ, რაც შეიძლება ნაკლებად ისაუბრონ ამ საქმეზე, თითოეული ასეთი განცხადება ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა არსებობდეს პოლიტიკური ინტერესი საქმის დასრულებასთან დაკავშირებით,“- განაცხადა იურისტმა, დავით ჯანდიერმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები