02 მაისი 2024,   22:40
ვრცლად
"ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას" - ციხელაშვილი ე.წ საზღვარს მიღმა დარჩენილ სასაფლაოებზე

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის შექმნილ ხელოვნურ ბარიერებთან დაკავშირებით, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ისინი საკითხს რეგულარულად აყენებენ საერთაშორისო ასპარეზზე.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ამ საკითხზე გამოხმაურება არ ყოფილა, ისინი მაინც აქტიურად გააგრძელებენ ამ საკითხზე მუშაობას.

„ამ საკითხს ჩვენ ვაყენებთ რეგულარულად როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ისე ინციდენტების პრევენცია და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქამდე ამ მიმართულებით არ გვქონია მეორე მხარის მხრიდან გამოხმაურება, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას, იმიტომ რომ ეს არის წმინდად ჰუმანიტარული საკითხი და ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე არის მისი გადაწყვეტა შესაძლებელი,“ - განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის შექმნილი ხელოვნური ბარიერების გამო მოსახლეობა საკუთარი წინაპრების და ახლობლების საფლავებზე გასვლას ვერ ახერხებს.

ავტორი: ქეთა ციცქიშვილი. 

დღის ამბები