02 მაისი 2024,   22:51
ვრცლად
ქართული ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს განგაშის ზარები ჩამოკრული - ბაჩუკი ქარდავა

არასაპარლამენტო ოპოზიცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სოხუმში ე.წ. საელჩოს გახსნის გამო აკრიტიკებს. ისინი ამავდროულად საქართველოს მთავრობას საერთაშორისო დონეზე აქტირუობისკენ მოუწოდებს.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ხელისუფლებას სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

„ქართული ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს განგაშის ზარები ჩამოკრული, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებების დონეზე არა, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებით დაწყებული პრემიერმინისტრით დასრულებული, დღეს ყველა უწყება საერთაშორისო ფორმატებში უნდა აქტიურობდეს, რომ ეს იყოს უმაღლეს დონეზე გაპროტესტებული,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტს აკრიტიკებს.

„ლავროვის დღევანდელ სოხუმურ ვოიაჟს და იქ ე.წ. საელჩოს გახსნას ჰყავს ერთი ძალიან დიდი არქიტექტორი და ავტორი ბიძინა ივანიშვილი სახელად და გვარად, რომელმაც 5 წლის წინ მოგვიწოდა, რომ გაგებით შევხვდეთ, როდესაც გვიღობავენ ტერიტორიას, იტაცებენ ადამიანებს, გვიხოცავენ ბიჭებს, გვიხსნიან საელჩოებს და გვივიზიტებენ რუსეთის პირველი, მეორე და მესამე პირები,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

დღის ამბები