02 მაისი 2024,   23:10
ვრცლად
თავდასხმა ყოფილ დეპუტატზე - ვასილ დავითაშვილს 8 ტყვია ესროლეს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და თელავის ყოფილი გამგებელი, ვასილ დავითაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ გამგებელს თავდამსხმელი საკუთარ სახლში გაუსწორდა.

დავითაშვილს 8 ტყვია ესროლეს და დაზიანებები მუცლის ღრუსა და ქვედა კიდურებზე აქვს მიყენებული. დაჭრილი თელავის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

 

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ყოფილ დეპუტატს მისი სახლის ეზოში ერთი მამაკაცი ესაუბრებოდა და მოგვიანებით მათ გასროლის ხმა გაიგეს, მაგრამ როდესაც მეზობლები ადგილზე მივიდნენ, თავდამსხმელი მანქანაში უკვე ჩაჯდა და ადგილიდან მიიმალა.

 

შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ვასილ დავითაშვილი 2011 წელს ნაციონალური მოძრაობიდან საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. მანამდე კი თელავის გამგებლის პოსტს იკავებდა.

 

დღის ამბები