02 მაისი 2024,   23:44
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში - 1 გარდაცვლილი არასრულწლოვანი და 5 დაშავებული

ქედაში მომხდარ ავარიას არასწრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. როგორც რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინცინდენტის შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შსს-ს ცნობით მძღოლები შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულან.

საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები