02 მაისი 2024,   23:40
ვრცლად
ერაყში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის მრჩეველი მოკლეს

ერაყის ქალაქ მოსულთან ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ლიდერის ალ ბაღდადის მრჩეველი მოკლეს. დაუდგენელი პირები მეტსახელად კავკასიის ემირს თავს ტალაფარის დასახლებაში დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ინფორმაცია თავად ISIS-ის მედიაფრთამ გაავრცელა, თუმცა მოკლულის გვარი არ დაუკონკრეტებია.

თავდასხმის შემდეგ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა მოსულთან სრული მობილიზაცია გამოაცხადეს და ლიდერის მკვლელის ძებნას შეუდგნენ.

დღის ამბები