03 მაისი 2024,   00:01
ვრცლად
თურქეთი დიდი ცვლილებების მოლოდინში - ოპოზიცია რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას ითხოვს

თურქეთი დიდი ცვლილებების მოლოდინშია. რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ჯერ დათვლილი არ არის, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პრეზიდენტის უფლებების გაზრდას 51 პროცენტმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი კი 49 პროცენტი იყო.

ოპოზიცია შედეგების გაუქმებას ითხოვს, საერთაშორისო დამკვირვებლები კი აცხადებენ, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ევროსაბჭოს სტანდარტების დაცვა ვერ შეძლო. იმ შემთხვევაში, თუ არსებული შედეგები უცვლელი დარჩება რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გაძლიერებული უფლებებით მმართველობის ვადას კიდევ 12 წლით გაიხანგრძლივებს.

კრიტიკის მიუხედავად თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ რეფერენდუმის შედეგები კანონიერად ცნო და გამარჯვებულად საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეები გამოაცხადა. ოპოზიცია კი მხოლოდ სასამართლოში შეძლებს საჩივრის შეტანას, რადგან ქვეყანაში არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა, ერდოღანის ბრძანებით, კვლავ გაახანგრძლივა და ამის გამო მათ საპროტესტო აქციების ჩატარება ეკრძალებათ.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

დღის ამბები