02 მაისი 2024,   15:31
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ორი ოპოზიციური პარტიის მერობის სავარაუდო კანდიდატების ვინაობა ცნობილია

ოპოზიციური პარტიების ნაწილში დედაქალაქის მერობის კანდიდატებს მაისში დაასახელებენ. 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 ოპოზიციური პარტიის სავარაუდო კანდიდატების ვინაობა ცნობილია. ესენი არიან ნაციონალური მოძრაობიდან - ნიკა მელია და ევროპული საქართველოდან - ელენე ხოშტარია.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ პარტიიდან თბილისის მერობის კანდიდატად კენჭი სწორედ მან იყაროს.

„როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. განახლებული ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ამ არჩევნებზე, ამ მნიშნელოვან არჩევნებზე მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს სპიკერი, ირაკლი კიკნაველიძე განმარტავს, რომ კონსულტაციების პარტიაში ჯერ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი თქმით, ევროპული საქართველო შერჩეული კანდიდატის ვინაობას მაისში გაამჟღავნებს.

„ჩვენი კანდიდატი აუცილებლად უპასუხებს იმ პრობლემებს, რაც დგას თბილისის წინაშე,“ - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

ის ადასტურებს, რომ ერთ-ერთ კანდიდატად ელენე ხოშტარიაც განიხილება.

ამავე თემაზე
დღის ამბები