დარღვევები შინაგან საქმეთა სამინისტროში - კვლევა "საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" და EMC-მ ერთობლივად ჩაატარეს. ანგარიშში აქცენტი უწყების მიერ 2015 წლიდან დღემდე გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე, პერსონალურ მონაცემთა ბაზაზე არამიზნობრივ წვდომასა და კადრების შერჩევის პროცესზე გაკეთდება.
სამოქალაქო სექტორი ამ მიმართულებებით გამოვლენილ გადაცდომებზე ამახვილებს ყურადღებას.
„შსს-ს მიერ სტატისტიკის წარმოება არ ეფუძნება ერთიან კონსოლიდირებულ დოკუმენტს და არ არსებობს სტატისტიკის წარმოების საკანონმდებლო საფუძველი. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი რეფორმა გატარდა ამ კუთხით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევა მაინც მონაცემთა ბაზებზე არამიზნობრივი წვდომის პრევენცია წარმოადგენს," - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა მარიამ მხატვარმა.
აქცენტი მინისტრის ფართო უფლებამოსილების შესახებაც კეთდება. კვლევის დეტალები დღევანდელ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.