06 მაისი 2024,   19:25
ვრცლად
"პარტიის სახელიც ვერ გავიგეთ"- რესპუბლიკელები დავით უსუფაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურებიან

დავით უსუფაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასა და პარტიის შექმნის დაანონსებას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თანაგუნდელები ეხმაურებიან. რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ უსუფაშვილი პარტიის შექმნას ოქტომბრის თვეშიც აანონსებდა, თუმცა დღემდე არ შეუქმნია და ამიტომ მის დღევანდელ განცხადებაში ახალი არაფერი ყოფილა. ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე დავით უსუფაშვილთან არავითარი კონსულტაცია არ გამართულა.

"დავით უსუფაშვილმა ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა, ამიტომ არაფერი ახალი არ არის. არავითარი კონსულტაცია არ ყოფილა, ჯერ პოლიტიკური პარტია დავით უსუფაშვილს არ აქვს,“- განაცხადა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

რესპუბლიკური პარტიის წევრები ამბობენ, რომ დავით უსუფაშვილის დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაანონსებული პარტიის სახელიც კი არ გაჟღერებულა.

„ოქტომბერშიც ის ამბობდა, რომ პოლიტიკაში იქნებოდა, შემდეგ კიდევ ერთ კვირის წინ განაცხადა, რომ პარტიასაც დაანონსებს, თუმცა დღეს პარტიის სახელიც ვერ გავიგეთ. ამიტომ დღეს ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური სიახლე არ ყოფილა, მომავალში რა იქნება, ყველა ვნახავთ,“- განაცხადა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ. 

დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა.

ამავე თემაზე
დღის ამბები