06 მაისი 2024,   19:16
ვრცლად
იარაღი ამოიღო ქამრიდან, გადატენა და შუბლზე დამადო - ირაკლი გედენიძე მისი დაკავების დღეს იხსენებს

საქალაქო სასამართლომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმის გადასინჯვა დაიწყო. დღეს ჩვენება სასამართლოს ირაკლი გედენიძემ მისცა. მანამდე კი სასამართლომ ნატა გედენიძე დაკითხა, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.

დღეს ირაკლი გედენიძემ ზეწოლაზე ისაუბრა, რომელსაც მასზე დაკავების შემდეგ ახორციელებდნენ.

“დამაგდეს და დამიწყეს ცემა. თან მეუბნებოდნენ, რომ გამეხსენებინა ვისთან ერთად ვჯაშუშობდი და ვის ვაწვდიდი ინფორმაციას. პიროვნებამ ვინც მარცხენა მხარეს მეჯდა მანქანაში ამოიღო იარაღი ქამრიდან, გადატენა, შუბლზე დამადო და მითხრა, რომ გაიხსენე თორემ ახლავე გაგათავებო. შემდეგ დავით დემუზაშვილის ხმა იყო, რომელმაც მითხრა რომ დამეჩოქა“ - განაცხადა ირაკლი გედენიძემ,

დღის ამბები