06 მაისი 2024,   20:04
ვრცლად
უპრეცედენტო გადაწყვეტილება ევროსაბჭოში - ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტს უნდობლობა გამოუცხდეს

უპრეცედენტო გადაწყვეტილება ევროსაბჭოში ბიურომ დახურულ სხდომაზე მიიღო და პედრო აგრამუნტის უნდობლობა გამოუცხდა. დეპუტატები დღეს გადადგომის თაობაზე აგრამუნტის განცხადებას ელოდნენ, თუმცა იგი სხდომაზე საერთოდ არ მივიდა.

აგრამუნტის მიერ პოსტის დატოვებას მხარს მისი პარტიაც უჭერს. სახალხო პარტიის წარმომადგენლებისთვის დღეს მოულოდნელი იყო, რომ აგრამუნტი არც ბიუროზე მივიდა და არც გადადგომის შესახებ გააკეთ განცხადება. შესაძლოა, აგრამუნტი პარტიამ თავისის რიგებიდანაც გარიცხოს.

გადაწყვეტილებას ევროპის სახალხო პარტიის ბიურო პრაღაში 29 მაისს სხდომაზე მიიღებს. აგრამუნტის გადადგომის შემდეგ მის შემცვლელად კანდიდატი ისევ სახალხო პარტიამ უნდა წარმოადგინოს. სირიაში ვიზიტის გამო გადადგომა კოლეგებმა პრეზიდენტს ორშაბათს სესიის გახსნისთანავე მოსთხოვეს.

თუ პოლიტიკური ზეწოლა შედეგს გამოიღებს, აგრამუნტის შემცველად EPP ახალ კანდიდატს წარადგენს, რომელსაც ამ პოსტზე მუშაობისთვის ვადა იანვრამდე ექნება. 2018 წლიდან პოსტს სხვა პოლიტიკური ჯგუფის კანდიდატი გადაიბარებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები