05 მაისი 2024,   20:48
ვრცლად
რომის პაპმა ქაიროს სტადიონზე მესა ჩაატარა

გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე რომის პაპმა ქაიროს სტადიონზე მესა ჩაატარა. ღვთისმსახურებას ათასობით ადამიანი დაესწრო. პაპმა ფრანცისკემ რელიგიური ძალადობის წინააღმდეგ იქადაგა.

მანამდე კი კათოლიკური ეკლესიის მეთაური კაიროს კოფტურ ტაძარში იმყოფებოდა და გასულ წელს მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი.

იტალიაში დაბრუნებამდე პაპი ფრანცისკე ეგვიპტელ სასულიერო პირებთან ერთად ივახშმებს და ადგილობრივ სემინარიაში სიტყვითაც გამოვა.

ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში ეგვიპტეში რომის პაპის პირველი ვიზიტია. ის ქაიროში ორი დღით ჩავიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები