05 მაისი 2024,   17:41
ვრცლად
სასამართლოს ან მოსამართლეების მისამართით გამოთქმული მათთვის მიუღებელი ფრაზები რუსთავი2-ის საქმეს უკავშირდება

სასამართლოს ან მოსამართლეების მისამართით გამოთქმული მათთვის მიუღებელი ფრაზები და ტერმინები, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ახალ ინიციატივას დაურთეს, რუსთავი2-ის საქმეს უკავშირდება. ნიკა გვარამიას, ზაალ უდუმაშვილისა და გიორგი გაბუნიას განცხადებებთან ერთად მოსამართლეებს პრეტენზია თამარ ჩერგოლეიშვილისა და ელისო კილაძის მიმართაც აქვთ.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ბოროტად გამოყენებისთვის იუსტიციის საბჭოს წევრები დამატებით რეგულაციებს ითხოვენ. მიიჩნევენ, რომ სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ კრიტიკის დასაშვები ზღვარი უნდა დაწესდეს. საბჭოს წევრების ნაწილი საჯარიმო სანქციების მომხრეა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში აცხადებენ, რომ კრიტიკის საზღვრების დადგენის ნებისმიერი მცდელობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება.

სამოქალაქო სექტორში თვლიან, რომ იუსტიციის საბჭოს წამოწყება ერთგვარი რევანშია იმ მწვავე კრიტიკაზე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით ისმის. 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციაა, რომ ახალი ჩარჩოები საშიშ პრეცედენტს შექმნის და საფრთხეს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებას არ შეუქმნის.

 

  

ამავე თემაზე
დღის ამბები