05 მაისი 2024,   16:56
ვრცლად
მსოფლიოში აღიარებული იტალიელი დირიჟორი და ოპერის მომღერლები საქველმოქმედო საღამოსთვის ემზადებიან

მსოფლიოში აღიარებული იტალიელი დირიჟორი და ოპერის მომღერლები საქველმოქმედო საღამოსთვის ემზადებიან - დედაქალაქს სპეციალურად კონცერტისთვის იტალიელი მუსიკოსი, ეციო ბოსსი, ესტუმრა, რომელიც საღამოს დირიჟორი და პიანისტიც იქნება.

ფონდ ნატვრის ხის მეშვიდე კონცერტზე, ცნობილ საოპერო არიებსა და საორკესტრო ნაწარმოებებთან ერთად, მაესტროს კომპოზიციებიც შესრულდება.

საქველმოქმედო კონცერტისთვის საქართველოში კარმენ ჯანატაზიოც ჩამოვიდა, მსოფლიოში ცნობილი სოპრანო, რომელიც ეციო ბოსის დირიჟორობით თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე პირველად წარდგება. საღამოზე ის დუეტში ნინო სურგულაძესთან ერთადაც იმღერებს.

დღის ამბები