05 მაისი 2024,   19:19
ვრცლად
შეიძლება, ერთ დღეს მოვისმინოთ, რომ სიცოცხლის უფლებაც შეიძლება, შევზღუდოთ - ნინო გოგუაძე

„ეს ინიციატივა არის პირდაპირ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა,“ - ასე გამოეხმაურა თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ კრიტიკის დასაშვები ზღვარის დაწესების ინიციატივას და აღნიშნა, რომ „ეს არის ცენზურის დამკვიდრების მცდელობა და საბჭოთა მენტალიტეტი“.

ნინო გოგუაძის აზრით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ბოროტად გამოყენებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დამატებით რეგულაციების მოთხოვნა გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვის მცდელობაა.

„ამ ორი წლის განმავლობაში ჭკვიანური სახით უმრავლესობის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ სიტყვის და გამოხატვის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ამიტომ შეიძლება, იგი შეიზღუდოს. ეს ნიშნავს, რომ მათ არ იციან, თუ რა არის ფუნდამენტური უფლებები და როგორ მოქმედებს დემოკრატია. ისინი ამ ფრაზით, რომ ეს არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს, თავის თავსზე ანიჭებს აბსოლუტური უფლებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეგვიზღუდონ, წაგვართვან ჩვენი ფუნდამენტური უფლებები. მე მათ შევახსენებ, რომ არც სიცოცხლის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მათი ლოგიკიდან გამომდინარე, შეიძლება ერთ დღეს მოვისმინოთ, რომ სიცოცხლის უფლებაც, რაღაც შემთხვევებში, შეიძლება, შევზღუდოთ,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები