06 მაისი 2024,   20:54
ვრცლად
სკოლების ბუფეტებში ჩიფსების, შოკოლადის და გაზიანი სასმელების გაყიდვა აიკრძალება

განათლების სამინისტრო სასკოლო ბუფეტებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას. უწყების ინფორმაციით, პრობლემა ამ კუთხით წლების განმავლობაში მოუგვარებელია. სკოლის ბუფეტებში მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია არაჯანსაღი საკვები პროდუქტები, რაც სპეციალისტების თქმით, მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

სამინისტრომ, სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვის მიზნით, მეთოდური რეკომენდაცია შეიმუშავა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი კვების პრინციპების გატარებას ითვალისწინებს.

ამ რეკომენდაციის თანახმად, სკოლებში იკრძალება წასახემსებლების (ჩიფსები, ე.წ სუხარიკები, ჟელიბონები), კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა.

 

დღის ამბები