„დარწმუნებული ვარ, ამერიკა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს მომავალი 25 წლის განვითარების პერსპექტივაშიც,“ - ასე გამოეხმაურა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კონგრესმენების საქართველოს მიმართ მხარდამჭერ წერილს, რომლითაც მათ აშშ-ის პრეზიდენტს მიმართეს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება.
„სულ ცოტა ხანში, ვფიქრობ, ამ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები გაიხსნება, გამომდინარე ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტის კიდევ უფრო ხაზგასმიდან,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.