05 მაისი 2024,   20:34
ვრცლად
საკონსტიტუციო პროექტის განხილვა - უმრავლესობაში საარჩევნო სისტემაზე ვერ თანხმდებიან

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საკომიტეტო მოსმენების დონეზე უკვე დაწყებულია. უმრავლესობის წევრების ნაწილი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება ვერ ხერხდება. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ დღეს არსებული შერეული სისტემა, უნდა დარჩეს და ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ უნდა გადავიდეს.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ უმრავლესობის დიდი ნაწილი შერეულ საარჩევნო სისტემას ემხრობა. 

„განწყობები არის გაყოფილი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ უფრო დიდი ნაწილი ფიქრობს, შერეული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ. ყველა აცნობიერებს, რომ შერეული საარჩევნო სისტემა მოქალაქეებს უნარჩუნებს პარტიაში გაწევრიანების გარეშე, ხალხის წარმომადგენლის უფლებას. ხალხს უნდა ჰქონდეს ეს უფლება, მიუხედავად იმისა, პარტიებს ეს მოსწონთ თუ არ მოსწონთ,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის მეორე ნაწილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობა. 

„არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ შერეული სისტემა სამართლებრივადაც და მორალურადაც გაცილებით უფრო გამართლებულია, ვიდრე ბონუსური სისტემა და ამ თემასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ყველაფერი რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ და მათ შორის ბონუსებს, არის ერთი მთავარი ამოცანისკენ მიმართული, რასაც არავინ არ ითვალისწინებს და ბონუსის სკანდალურობის თემაზე აკეთებს აქცენტს. ეს არის შესაძლებლობა უმრავლესობის, დააკომპლექტოს მთავრობა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები