05 მაისი 2024,   18:24
ვრცლად
ადგილობრივ თვითმმართველობაში დაგეგმილი რეფორმა - ოპოზიცია ცვლილებას მხარს არ უჭერს

ადგილობრივ თვითმმართველობაში დაგეგმილი რეფორმის განხორციელების შემდეგ, 7 თვითმმართველ ქალაქს ეს სტატუსი შეუწყდება. 14 -ის ნაცვლად კი 7 მუნიციპალიტეტი დარჩება. პარლამენტის თავმჯდომარემ და პროექტის ავტორებმა დღეს ცვლილებები მესამე სექტორს გააცნეს.

მესამე სექტორში ყურადღებას ფინანსურ და ადგილობრივი დემოკრატიის შესაძლო გაუარესებაზე ამახვილებენ. მათი თქმით, ქართულმა ოცნებამ ცვლილებები ისე მოამზადა, რომ ხალხისთვის აზრი არ უკითხავთ.

დაგეგმილ ცვლილებებს მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. ისინი ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" ამ რეფორმით მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. ოპონენტების კრიტიკა მიუღებელია ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის ზურაბ ალავიძისთვის.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით 12 თვითმმართველი ქალაქიდან ეს სტატუსი მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს დარჩებათ.

დღის ამბები