05 მაისი 2024,   16:31
ვრცლად
მერობის შესაძლო კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" - კალაძის დასახელებას უმრავლესობის მხოლოდ ნაწილი ემხრობა

მოქმედი მერი მერობის კანდიდატთან დაკავშირებულ კონსულტაციებში მონაწილეობს და მზად არის კახი კალაძის მხარდამჭერიც იყოს.

უალტერნატივო კანდიდატად კახი კალაძეს იმ შეხვედრის შემდეგ ასახელებენ, რომელიც პრემიერის, როგორც პარტიის თავმჯდომარის მონაწილეობით მმართველ გუნდთან გაიმართა. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ კალაძის კანდიდატურის შესახებ გიორგი კვირიკაშვილის და გუნდის უმრავლესობის აზრი ერთიანია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კალაძის დასახელებას გუნდი მისი კანდიდატურის გარშემო არსებული აზრთა სხვადასხვაობისა და ე.წ. ორი ბანაკის გამო არ ჩქარობს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნების წარმომადგენელთა ნაწილს მერად ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ნახვა სურს.

"მოქალაქეებისთვის სილის გაწნად" აფასებს მისი წარსული საქმიანობის გათვალისწინებით კახი კალაძის დასახელებას ნაციონალური მოძრაობა

კახი კალაძის შესაძლო წარდგენა მოულოდნელი არ ყოფილა ევროპული საქართველოსთვისაც. პარტია დარწმუნებულია, რომ მისი კანდიდატი ნებისმიერ კონკურენტთან ღირსეულ წინააღმდეგობას გაწევს.

ჯერჯერობით, კანდიდატების დასახელებას არ ჩქარობენ არც არასაპარლამენტო პარტიები. ოპოზიციის ნაწილისთვის კახი კალაძის კანდიდატურა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებასთან ასოცირდება.

დღის ამბები